სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სათვალთვალო კამერამ უცნაური არსება დააფიქსირა, რომელიც სახლის მიდამოებში გზააბნეული დადიოდა (ვიდეო)

სოციალურ ქსელში გავრცელდა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელიც ამერიკელი ვივიან გომესის სახლთან არის გადაღებული. კადრებში ჩანს მეტად უცნაური არსება, რომელიც სახლის ტერიტორიაზე გზააბნეული დაიარება.

ინტერნეტ მომხმარებლებში გაურკვეველი წარმოშობის არსებამ სხვადასხვა რეაქცია გამოიწვია - ზოგი ძალიან გამხიარულდა მისი ნახვით, ზოგსაც შეეშინდა და ეცადა გაერკვია, რა ტიპის ცხოველი იყო, თუმცა ყველა ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ ის ძალიან ჰგავს "ჰარი პოტერის" ერთ-ერთ გმირს - დობის.

ვივიანმა სოციალურ ქსელში ისიც დაწერა, რომ სახლს სხვადასხვა კამერა ჰქონდა, თუმცა ეს უცნაური არსება მხოლოდ ერთმა კამერამ დააფიქსირა. ახლა ქალი დაინტერესებულია იმით, კიდევ გამოჩნდა თუ არა სხვის ტერიტორიაზეც ის და სთხოვს ყველას, რომ კამერის ჩანაწერები შეამოწმონ.

ვიდეომ შვიდ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100