საავადმყოფოს სათვალთვალო კამერებმა შენობაში უცნაური მოვლენები და სილუეტი დააფიქსირა

ბრიტანელმა ჯონ მაკკრიდიმ, რომელიც უსაფრთხოების სისტემის მონტაჟზე მუშაობს, ინტერნეტში გამოაქვეყნა საავადმყოფოს სათვალთვალო კამერების საარქივო კადრები, სადაც უცნაური მოვლენა არის აღბეჭდილი.

ჯონი საავადმყოფოს ადმინისტრაციამ სიგნალიზაციის გაუმართავად მუშაობის გამო გამოიძახა. საქმე იმაშია, რომ სიგნალი მაშინ ირთვებოდა, როდესაც იმ კონკრეტულ ადგილებში არავინ იმყოფებოდა, ამიტომ ჩათვალეს, რომ უსაფრთხოების სისტემას ხარვეზები ჰქონდა. როდესაც ჯონმა პრობლემა ვერ აღმოაჩინა, გადაწყვიტა კამერების ჩანაწერების საშუალებით შეესწავლა თითოეული მიზეზი და აღმოჩნდა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში უცნაური მოვლენები ხდება.

კადრებში კარგად ჩანს კარის გაღება-დახურვის მომენტები, მანამდე კი მიმდებარედ უცნაური სილუეტი მოძრაობს. სწორედ ამ დროს ირთვება სიგნალიზაცია.

რადგან თავად ამ მოვლენას ახსნა ვერ მოუძებნა, ჯონმა გადაწყვიტა სოციალურ ქსელში გაევრცელებინა კადრები და საზოგადოების აზრი მოესმინა ამ ამბავთან დაკავშირებით.

კომენტარი