ქართული ქორწილი, მთვრალი მაყარი და ეზოში ავარიის შედეგად „შეგდებული“ პატარძალი (ვიდეო)

ამ ვიდეოში აღბეჭდილი ქორწილის ერთ–ერთი რიტუალი დასავლეთ საქართველოშია გადაღებული (რაიონს შეგნებულად არ დავასახელებთ). 2008 წლის 14 სექტემბერი, რუსეთ–საქართველოს ომიდან სულ რაღაც ერთი თვეა გასული, ქართული, ხალხმრავალი ქორწილი კი ეშხში შედის: მომლოდინე დამხვდურები და ნეფე–დედოფლის კოლონა, სადაც საჭესთან, უმეტესწილად, ნასვამი მძღოლები სხედან...

კოლონის „მეთაური", მთავარწყვილიანი „მერსედესი“ ფრთხილად მიიკვლევს გზას ნეფის ჭიშკრისკენ, მერე სიჩქარეს კრეფს და საყვირს აძლევს. მას ბაძავს კვალში ჩამდგარი „მერსედეს ML" ჯიპიც, მაგრამ ზედ ჭიშკართან გაუთვალისწინებელი შემთხვევა ხდება: წინა „მერსედესს“ უკანა ეჯახება და პატარძალი საკმაოდ ორიგინალურად „შედის“ ნეფის ეზოში...

კომენტარი