საწვავის დაღვრის ფაქტს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი აფასებს

აეროპორტის ხიდის ქვეშ, ლიანდაგიდან გადავარდნილი 60-ტონიანი ცისტერნებიდან დიზელის საწვავი დაღვრის ფაქტს, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ჩვენ დროს რომ ცოტა ნავთობი იღვრებოდა, მუსრს ავლებდა ცოცხალ ორგანიზმებს, ცვლიდა ეკოლოგიურ ბალანსს, გამოუსადეგარს ხდიდა ნიადაგს, ხდებოდა გაჟონვა გრუნტის წყლებში, წამლავდა ჰაერს, წყალს, სულსა და გულს, მიმდებარე დასახლებებში ეწყებოდათ თავის ტკივილი, აღარ ორსულდებოდნენ, დემოგრაფიული კატასტროფა ფიქსირდებოდა და ადგილობრივი სასულიერო პირები ანათემაზე გადაცემით გვემუქრებოდნენ...

ახლა კი ნახეთ, როგორ ნებიერად დაიღვარა ბევრი ნავთობი, ყველა როგორი ბედნიერია და ბუნებამაც როგორ გაიხარა...

ყველაფერს ცოდნა უნდა...
თქვენ გაიხარეთ ბ-ნო ბიძინა!...
რა ჩაუტარეთ ასეთი ამ ხალხს?! :)“ წერს ხაჩიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი