ლალი მოროშკინას „ცინიკური“ განცხადება

სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი ლალი მოროშკინა ფეისბუქზე ორაზროვან პოსტს აქვეყნებს, რომელსაც droni.ge უცვლელად გთავაზობთ

“წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სად-ის დაწესებულებამდე მოგემსახურებათ კომფორტული ავტობუსი, იქ დაგხვდებათ კალორიული სამჯერადი კვება და აღზრდილი პერსონალი, მოგეწოდებათ ქართული და ევროპული ლიტერატურა. იგალობეთ და მოინანიეთ.. თქვენ სამნი და სხვა მრავალნი, ნუ იჩქარებთ ჩვენთან განშორებას...” - წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ მოროშკინამ აღნიშნული სტატუსი დღეს 22 მაისს გამოაქვეყნა, რაც გვაძლევს მიზეზს, ვიფიქროთ, რომ სკანდალურმა ლალიმ ეს პოსტი ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას მიუძღვნა.

კომენტარი