რას უშვებოდნენ "ნაცები" თოვლს?

ნაციონალური მოძრაობის წევრი და ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო და სახალისო სტატუსს აქვეყნებს.

“ნაცები თოვლს ჰაერშივე ვადნობდით თურმე და მიწაზე დაშვების უფლებას არ ვაძლევდით , არამც თუ იმის უფლებას, რომ რიკოთი ჩაეხერგა და გადაადგილება შეეფერხებინა. რიკოთზე, გაუწმენდავი გზით გამწარებულ მგზავრს უთქვამს ჩვენზე ასეთი რაღაც ახლახანს” – წერს სუბელიანი სოციალურ ქსელში

კომენტარი