თიკა ჯამბურიამ მაია ასათიანის განმარტება ვერ გაიგო და ჟურნალისტების ლანძღვას აგრძელებს

მომღერალი თიკა ჯამბურია ჟურნალისტების მიმართ აგრესიულ განწყობას არათუ მალავს, არამედ ხმამაღლაც ხშირად აფიქსირებს საკუთარ აზრს.

ქართველი ჟურნალისტები ჯამბურიამ გუშინ, თოქშოუ პროფილშიც გააკრიტიკა, რაზეც მაია ასათიანმა შემდეგი პასუხი გასცა: „ჟურნალისტები, რატომ წერენ თიკა ამას იცი? საზოგადოებას აინტერესებს და ჩვენ ვასრულებთ მაყურებლის და მკითხველის მოთხოვნას, ყველაფერს ჩვენი პროფესიის ხალხს ნუ დააბრალებ“ (იხილეთ ვიდეო: 39:00 წუთიდან)

თუმცა, როგორც ჩანს თიკამ ასათიანის სიტყვების აზრი ვერ გაიგო და დღეს მორიგი აგრესიული კომენტარი გააკეთა. საუბარია თიკას კომენტარზე, რომელიც მან თაკო გაჩეჩილაძის ფეისბუქ გვერდზე დატოვა.

დღეს მომღერალმა თაკო გაჩეჩილაძემ ნახევრად კრიტიკული და ნახევრად სახუმარო სტატუსი გამოაქვეყნა: „ვგიჟდები თქვენზე: Ambebi, Droni, Hot და ყველა Ge!!!! უთქვენოდ ჩემი ცხოვრება ასეთი მხიარული არ იქნებოდა“

აღნიშნული ფეისბუქ სტატუსის კომენდარებში კი ვკითხულობთ თიკა ჯამბურიას ფრაზას: „ძაან ცუდად არიან!“

კომენტარი