სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნამდვილი ამბავი - გურიაში ჭირისუფალსაც კი შეუძლია სხვების გაცინება

1994 წელი, ლანჩხუთი. გვიმბალაური. ღამე, პანაშვიდის წინა მზადება.

დედა:- მეიტანე იგიც, მაგ პალტო უყვარდა და უნდა ჩავატნიო კუბოში
რეზო:- კაი დედა, არ გინდა ახლა, გეიტენება - (მაინც მოაქვს)
დედა:- იგი კაშნიც მეიტა… ხო, ლურჯი ჯემპრეც. ის სპორტიული შარვალი მომაწოდე ლევანა რო დგახარ მადენე სტოლბასავით, აგი ჟაკეტი არ დამიტიოთ, ჩაუტნიე გვერდში, იგი საროჩკაც...
რეზო: - წევედი მე!
დედა: - სა მიხვალ ამ შუაღამისას?
რეზო: - მეორე კუბო უნდა მევიტანო, ამაში აღარ ეტევა და დავმარხოთ ორი კუბოთი .
დედა: - მიუწექი მამაშენს გვერდში!!! რაია ბიჭო, რაცხა უყვარდა ამ უბედურს და რაცხას ხმარობდა მთელი ცხოვრება იგი არ უნდა ჩავატნიოთ ?!
რეზო: - ხოდა ჩაგატნევ დედაჩემო შით .
დედა (სერიოზული, დაბალი ხმით, მაგრამ გურული ეშმაკური ღიმილით ტუჩის კუთხეში): - რა ვიცი… ვუყვარდი? ისე უგულოდ ხმარება კი იცოდა….

შემოდის მეზობელი ციური, პარკში რაღაც დიდი საგანი უჭირავს

ციური: რეზო, ნათელა, ერთი სათხუარი მაქ და არ მიკრათ წიხლი
რეზო: - რაია?
ციური: აგი სკრიპკაა. ხომ იცი ალიკას (1 წლის წინ გარდაცვლილი ქმარი) ათწლედი ქონდა დამთავრებული ოზურგეთში. ხომ იცით რამფერ უყვარდა. ჩამატნევიეთ შალვაზა, წოუღებს ალიკას
რეზო:- რაი????
დედა: - ხო რა იყო რა?! სულ გადაჯიშდით ეს ახალგაზდები. გოვუმართოთ მეზობელს ხელი შე უჯიშო! რაცხა რო დაგვავიწყდეს ახლა, გატნიება სხვა მეზობელს ვერ უნდა ვთხოვო?! მეიტა ციური მაგი სკრიპკა. ლევანა მაგი უჯიშო არ იზამს ახლა მაგას და შენ ჩაუტნიე შენ გენაცვალოს ნათელა დეიდა. გვერდში ჩოუტნიე. ხო იცი შენ ქორწილში ქოჩორზე ვიტრიალებ შენ გენაცვალე. მარა ისე ჩოუტნიე რომ არ გამოჩთეს, სირცხვილია მაინც
ლევანა: - გვერდში არ ეტევა ნათელა დეიდა, რა ვქნა?
რეზო:- მაშინ "იქანე" ჩოუდე! კაი, მე გასაგებია, გადამდგავენ, მარა შენ მაინც რამ გამოგაშტერა…
(ჩატენეს მაინც ფეხებშუა როგორღაც).

სიჩუმე….

ციური (შეცხადებით): - ნენა!!
დედა: - რაია, რას დაგვიხეთქე გულები?
ციური: - სმიჩოკი დამავიწყდა!!!!!!!!
რეზო: - ციური დეიდა, თუ ჩემი საყვარელი დეიდა ხარ არ გინდა მაგი! აღარ ეტევა აფერი. აგერ ზეგე დათიკო მოკვტება და იმას რომ გავატანო არ შეიძლება? (დათიკო - მეზობელი კიბოიანი ავადმყოფი) ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100