სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„რეალ ტვ“ : ბადრი ბიწაძემ „ავაზას“ მებრძოლები საფლავებიდან ამოათხრევინა

ტელეკომპანია „რეალ ტვ“–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბადრი ბიწაძის მითითებით საბურთალოს ძმათა სასაფლაოდან ბატალიონ „ავაზას“ ოთხი მებრძოლის ცხედარი ამოთხარეს და გააქრეს, რათა იქ ბადრი ბიწაძის ბიძა დაეკრძალათ.

„ავაზას“ მებრძოლები საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე 1993 წლიდან იყვნენ დასაფლავებულნი, ხოლო 1996 წელს ბადრი ბიწაძის მითითებით მათი ცხედრები ამოთხარეს, სატვირთო მანქანის ძარაზე დაყარეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს, ამოთხრილი და წაბილწული საფლავები კი კეთილმოაწყვეს და იქ ბადრი ბიწაძის ბიძა, რაჟდენ ბიწაძე დაკრძალეს“, – ამბობს „ავაზას“ შტაბის უფროსი, მურად ნოზაძე.

მისი თქმით, 15 წელზე მეტია, „ავაზას“ ყოფილი მებრძოლები ამ საკითხის გამოძიებას ითხოვენ. „გამოძიებას საშველი არ დაადგა, რადგან ბიწაძე ამ ხნის განმავლობაში სულ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, ხელშეუხებელი იყო და ოპოზიციაში გადაბარგების შემდეგაც ხელშეუხებელია“, – ამბობს ნოზაძე.

„ავაზას“ ყოფილი მებრძოლები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ რაჟდენ ბიწაძე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მაშინ მუშაობდა, როცა მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100