ავტოავარიას სამი მეთორმეტეკლასელი ემსხვერპლა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში მომხდარ ავტოავარიას სამი მეთორმეტეკლასელი ემსხვერპლა.

"ფორდის" მარკის მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელშიც "ბოლო ზარიდან" მომავალი მოსწავლეები ისხდნენ. უბედური შემთხვევის შედეგად 18 წლის ვაჟი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაიცვალა მანქანაში მჯდომი ორი გოგონაც.

მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მედიკოსთა განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, დაშავებული, შესაძლოა, თბილისის საავამდმყოფოში გადაიყვანონ.

კომენტარი