„ღმერთო, ნუ დამაშტერებ" - ინგა გრიგოლიას ფიქრები

ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„ღმერთო, ნუ დამაშტერებ ისე, რომ მხოლოდ პოლიტიკური ემოციებით ვიცხოვრო..... რომ პოლიტიკური კონიუნქტურით და საჭიროების მიხედვით ვარჩიო მეგობრები..... რომ ჩემი ცხოვრება მხოლოდ კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენა იყოს..... რომ ვინც არაა პოლიტიკურად პოპულარული, მათთან მეგობრობის მეშინოდეს (თუ ისინი დიდი ხნის მეგობრები არიან ჩემი)... რომ იძულებული ვიყო ვაზელინის პარტია მჭირდებოდეს პერიოდულობით.... რომ მეგობრები საჭიროების და მომგებიანი მოცემულობის მიხედვით ვარჩიო დანარჩენს ყველაფერს მარტივად ეშველება და უფრო საამური იქნება ცხოვრება, ისევე, როგორც აქამდეც იყო.... მთელი 43 წლის განმავლობაში“ - წერს გრიგოლია

კომენტარი