აშშ საქართველოს ხელისუფლებას დარბევის გამოძიებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას 26 მაისს, რუსთაველთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

„საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმირებულები ვართ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა ის ფაქტები, რის გამოც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერიმ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

მისივე განმარტებით, უფლება, მოსახლეობამ მშვიდობიანად გამოხატოს თავისი აზრი, როგორც საქართველოში, ასევე ნებისმიერ ქვეყანაში დაცული უნდა იყოს.

კომენტარი