სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანაკლიაში საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამა "პატრიოტი 2011" ოფიციალურად გაიხსნება

ხვალ ანაკლიაში საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამა "პატრიოტი 2011" ოფიციალურად გაიხსნება.

ღონისძიების გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დაესწრება.

ამასთან, ჯგუფი "ფრანი" ცერემონიალზე კონცერტს გამართავს, "პატრიოტი 2011"-ის მონაწილეები კი სხვადასხვა სახალისო ნომრით წარსდგებიან.

28 მაისს ანაკლიის ბანაკმა ახალგაზრდების პირველი ნაკადი მიიღო.

საერთაშორისო პროგრამაში საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით ორი ასაკობრივი ჯგუფის (14-17 და 18-21) ახალგაზრდები მონაწილეობენ.

წელს ანაკლია 600-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს როგორც საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე ევროპის, ამერიკის, აზიისა და აფრიკიის 35 ქვეყნიდან.

ამასთან, "პატრიოტი 2011"-ში საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად არაქართველი ახალგაზრდებისთვის კვოტაა დაწესებული.

წლევანდელი პროგრამა "პატრიოტი" ახალგაზრდების 13 ნაკადს უმასპინძლებს. თითოეულ ნაკადზე ბანაკში 280 მონაწილე იქნება. სულ საერთაშორისო ბანაკში 3640 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

საერთაშორისო პროგრამა "პატრიოტი 2011" 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100