ლატინინა: სააკაშვილმა პუტინთან შეხვედრის წინ ილოცა

სააკაშვილისთვის რუსეთთან ურთიერთობა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ პუტინთან შეხვედრის წინ ილოცა კიდეც. ამის შესახებ იულია ლატინინა წერს გამოცემა "ნოვაია გაზეტაში" გამოქვეყნებულ წერილში "საქართველი: ომი და რეფორმა".

რუსი ჟურნალისტი იხსენებს, რომ არჩევის შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტი სააკაშვილმა სწორედ მოსკოვში დაგეგმა.
"სააკაშვილისთვის რუსეთთან ურთიერთობა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ პუტინთან შეხვედრის წინ ილოცა კიდეც. შეხვედრა მშვენივრად დასრულდა, პუტინმა ითხოვა: "თქვენ სახელმწიფო უშიშროების ბრწყინვალე მინისტრი გყავთ, ხაბურძანია. არ შეცვალოთ ის".

სააკაშვილი მოსკოვიდან დაბრუნდა და ერთ კვირაში ხაბურძანია გაათავისუფლა უბრალოდ იმიტომ, რომ ბატონი ხაბურძანია ახალი საქართველოს კონცეფციაში არ მოიაზრებოდა. მაგრამ კრემლი გაცოფდა: "მან ჩვენი მეგობარი მოხსნა – ესე იგი, ის ჩვენი მტერია", – პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ანდრეი ილარიონოვის თქმით, სწორედ ხაბურძანიას შემდეგ მოეწერა ხელი საქართველოსთან ბრძოლის პირველ საიდუმლო ბრძანებას.

მაისში აჭარის დიქტატორის, მოსკოვთან ახლოს მყოფი ასლან აბაშიძის ჩამოგდებამ ცეცხლზე ნავთი დაასხა... კრემლში იფიქრეს "მან ჩვენი მეგობარი მოხსნა – ესე იგი, ის ჩვენი მტერია", – წერს იულია ლატინინა.

კომენტარი