სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი ბარამიძე:"საქართველო არც რუსეთის და არც აშშ-ის "უმცროს ძმობას" აპირებს"

საქართველოს ვიცე-პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძის განცხადებით, "საქართველო არც რუსეთის და არც აშშ-ის "უმცროს ძმობას" აპირებს".

ამის შესახებ ბარამიძემ დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ "საქართველო მეორეხარისხოვან როლს არ შეეგუება".

"ოკუპანტების "წყალობით", ქვეყანაში ტერორიზმის პრობლემა გვიდგას. როგორც ვიცით, ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოში ტერორისტული აქტის განხორციელების რამდენიმე მცდელობა დაფიქსირდა. მათი უმრავლესობა აღკვეთილ იქნა, თუმცა ერთ-ერთ ასეთ ტერორისტულ აქტს უდანაშაულო ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოკუპანტები ტერორისტული აქტის მოწყობას ნატო-ს სამოკავშირეო ოფისთანაც აპირებდნენ. ეს იყო გზავნილი რუსეთისგან - "არ მოგასვენებთო". მათ იმედი აქვთ, რომ საქართველო კვლავ რუსეთის "უმცროსი ძმა" გახდება, მაგრამ მწარედ ცდებიან. მოკლე დროში ჩვენმა ქვეყანამ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა და არც რუსეთის და არც აშშ-ის უმცროს ძმობას ვაპირებთ", - განაცხადა ბარამიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100