სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ურეკავდა ივანიშვილი მერაბიშვილს და პრინციპულად სთხოვდა ჩემს დაპატიმრებას"

შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში გააზიარა პირველი არხის სიუჟეტი მოამბის არქივიდან, სადაც საუბარია ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის მიმართ წაყენებული ჯაშუშობის ბრალდების შესახებ. ვიდეო პოსტს თან ახლავს ნათელაშვილის ვრცელი კომენტარი, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„ცნობისათვის, სწორედ ამ დღეებში ურეკავდა ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილს და პრინციპულად სთხოვდა ჩემს დაპატიმრებას, რაც თვითონვე განაცხადა შემდგომ ინტერვიუში ია ანთაძესთან, მართალაც დაპატიმრების სანქცია გაიცა და გამოცხადდა ძებნაც (რას არ მოესწრება თურმე კაცი), მაგრამ როგორც კი საქმეში ჩაერია ვაშინგტონი, ნიქსონ-ცენტრის პრეზიდენტი დიმიტრი საიმსი, სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და თეთრი სახლი საქმე დაიხურა, თუმცა დღემდე ჩემთვის და ოჯახისთვის ამ ტრაგიკული ეპიზოდებისათვის ბოდიში ჯერ არავის არ მოუხდია. როგორც სჩანს ბიძინასეული სამართლიანობის აღდგენა ჩემზე არ ვრცელდება.

სამივე სიუჟეტში დასახელებული რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს სააკაშვილის მთავრობისგან მიღებული ქონდათ აგრემანი ანუ დიპლომატიური ნდობის სიგელი და ისინი აქტიურად თანამშრომლობდენენ პირველ რიგში ხელისუფლებასთან. ჩვენ დღესაც ამავე რეჟიმით ვხვდებით ყველა დიპლომატს და მე ხომ არ ვკითხავ შენი ჭირიმე მითხარი რომელ დაზვერვას წარმოადგენ მეთქი. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას ისიც რომ ყველა ეს პიროვნება იყო პროფესიონალი დიპლომატი და არ წარმოადგენდნენ რუსეთის სადაზვერვო სტრუქტურებს, ასეთები მოსკოვს შიგ ხელისუფლებაში ყავდა (ბურჯანაძე,ნოღაიდელი და სხვები), უფრო მეტიც ისინი განსაკუთრებით სალამატინი წლები მუშაობდნენ ვაშინგტონში და რამენაირად ამერიკის დაზვერვას არ გამოეპარებოდა ასეთი ნიუანსები. მე ზუსტად ვიცი რომ სამივე ეგ დიპლომატი საქართელოსადმი განწყობილი იყო უაღრესად დადებითად და მოსკოვშიც აგზავნიდნენ სეპარატისტებისთვის არასასარგებლო ინფორმაციებს, ცდილობდნენ რამენაირად დაწყებულიყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.რა თქმა უნდა არ უყვარდათ, რბილად რომ ვთქვათ სააკაშვილი, და მასზე ინფორმაციებიც ვერ იქნებოდა დადებითი” - წერს ნათელაშვილი.

კომენტარი