სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მთავრობის პროგნოზით, შიდა პროდუქტის ზრდა შენარჩუნდება

მთავრობის პროგნოზით, მომავალი წლისთვის ეკონომიკური, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შენარჩუნდება და 2012 წელს 6%-ის ფარგლებში იქნება.

ამის თაობაზე "ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების აპარატებისა და უწყებების საშუალოვადიანი პრიორიტეტების" შესახებ დოკუმენტშია ნათქვამი.

დოკუმენტში, რომელიც 2012-2015 წლებს მოიცავს, ის ძირითადი პარამეტრებია გაწერილი, რომლებზე დაყრდნობითაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ბიუჯეტის პროექტები შემუშავდება. მასში მოცემულია ასევე ის პროგრამები და პრიორიტეტები, რომლებსაც სამინისტროები განახორციელებენ.

დოკუმენტის თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შენარჩუნდება, 2012 წელს 6%-ის ფარგლებში იქნება, შემდეგ ეტაპობრივად გაიზრდება და 2015 წელს 7%-ს გაუტოლდება.

ამასთან, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალი 2015 წლისთვის 38 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, რაც მიმდინარე წელთან შედარებით (23 მილიარდი), 80%-იან მატებას ნიშნავს.

ინფლაციის მაჩვენებელი, პროგნოზის თანახმად, 5-6%-ის ფარგლებში იქნება. ხარჯების მაჩვენებელი ნომინალში 2 მილიარდით გაიზრდება და 9 მილიარდს მიაღწევს, ხოლო მისი მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება დაიკლებს და ჯამში გადასახდელების მოცულობის 25% იქნება (დღეს ეს მაჩვენებელი 29%-ია).

მთლიანად სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან 33%-მდე შემცირდება. მნიშვნელოვნად დაიკლებს სახელმწიფო ვალში საგარეო ვალის წილი. შესაძლებელია, უმნიშვნელოდ გაიზარდოს საშიანო ვალდებულებების წილი, რაც ძირითადად სახაზინო ობლიგაციების გამოშვების გზით განხორციელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100