სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სირცხვილია, უნამუსობა და შეურაცყოფაც“ - რატომ აღარ აპირებს თორნიკე ყიფიანი ოლიმპიურ ფესტივალზე გამოსვლას

იქს ფაქტორის შარშანდელი გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი ოლიმპიურ ფესტივალზე გამოსვლას აღარ აპირებს, საკუთარი გადაწყვეტილება და მიზეზები ყიფიანმა თაყვანისმცემლებს ფეისბუქით გააცნო.

„გამარჯობა! ერთი ამბავი მინდა გითხრათ.ზოგადად ვცდილობ ყოველთვის თავი შევიკავო, მაგრამ ძალიან ბევრი მეკითხება ამ თემასთან დაკავშირებით და...

შარშან X ფაქტორი • X Factor ში მივიღე სერთიფიკატი, ევროპის ახალგაზრდლულ ოლიმპიურ ფესტივალის, გახსნის ცერემონიალზე მონაწილეობის უფლებით, რაც ძალიან გამიხარდა და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარეს, ალექსი ახვლედიანს, ჩემდამი სიმპატიის გამოხატვისთვის.

თუმცა დღეს დღეობით,ვეღარ ვხვდები ეს მოვიგე თუ წავაგე, რადგან დამიკავშირდა ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და შემომთავაზა პლუს ფონოგრამაზე გამოსვლა (რომელიც გულისხმობს ვითომ სიმღერას) რისი წინააღმდეგიც ვიყავი და ვარ დღემდე... ასევე ბევრი მელაპარა უსახსრობაზე, უფულობაზე, რომ არ გვაფინანსებს არავინო და შემპირდნენ რომ მაჭმევენ და წყალს დამალევინებენ.

სირცხვილია, უნამუსობა და შეურაცყოფაც. უპატივცემულობაა არა მხოლოდ ჩემს მიმართ, არამედ ზოგადად მუსიკოსების მიმართ. ვფიქრობ ამ ყველაფერში მონაწილეობა არ მივიღო იმ შემთხვევაში თუ რაიმეს არ გამოასწორებს ვინმე. ძალიან მინდა ეს ამბავი მთავარ ორგანიზატორამდე მივიდეს, რადგან მგონია ვიღაცა რაღაცას "ღრმად იდებს" და თუ მომეხმარებით და "დააშეარებთ" მადლობელი დაგრჩებით.

პატივისცემით თქვენი ყიფო” – წერს ყიფიანი პირად ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100