ნინო ბურჯანაძე ბრიუსელში გაემგზავრა

23-24 ივნისს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს.

როგორც "პირWელს" "დემოკრატიული მოძრაობის" პრეს-სამსახურიდან აცნობეს, "ევროპული ტურნეს პირველი ეტაპის ფარგლებში ბრიუსელში გასამართი შეხვედრების მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებამ „სახალხო კრების" მოთხოვნებისა და 21-26 მაისს და მის შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ ობიექტური ინფორმაცია მიიღოს".

ნინო ბურჯანაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიუნჰენის რეისით დღეს გამთენიისას გაემგზავრა.

კომენტარი