ქრთამის აღებაში მხილებულმა რუსმა მოხელემ დაკავებისას ფული შეჭამა

მოსკოვის პოლიციამ ქრთამის აღების ფაქტზე რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა, თუმცა, ეჭვმიტანილმა მოასწრო და ბორკილების დადებამდე 35 ათასი რუბლი შეჭამა.

როგორც „რეგნუმ.რუ“ იტყობინება, ეჭვმიტანილს მოსკოვის ზელენოგრადის რაიონიოს პრეფექტურაში ხანძარსაწინააღმდეგო მზადყოფნის ნორმები უნდა შეემოწმებინა. 22 ივნისს მან ორი კორპუსი შეამოწმა, სადაც დარღვევები გამოვლინდა. მოხელემ 35 ათასი რუბლი (დაახლოებით 2.000 ლარი) მოითხოვა იმისთვის, რომ დარღვევები შემოწმების აქტში არ მოხვედრილიყო.

მას თანხას დაპირდნენ, მეორე დღისთვის დაიბარეს და ქრთამის გადაცემის მომენტში დააკავეს. ხელბორკილის დადებამდე, ნივთმტკიცების განადგურების მიზნით, დაკავებულმა შვიდი ცალი, თითო 5.000 რუბლის ნომინალი კუპიურა სამართალდამცველების თვალწინ შეჭამა.

კომენტარი