გრიგოლ ვაშაძე: 2008 წლის ომში ყველამ წავაგეთ...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, "2008 წლის აგვისტოს ომში ყველამ წააგო".

როგორც ვაშაძემ რადიო "ეხო მოსკვის" ეთერში განაცხადა, "აგვისტოს ომის შედეგად წააგო რუსეთმაც და საქართველომაც".

"როგორც წესი, ომში ყველა აგებს, თუმცა არსებობენ ფორმალური გამარჯვებულები და დამარცხებულები. ჩვენს შემთხვევაში აბსოლუტურად ყველამ წავაგეთ. ჩვენ დავკარგეთ ძალიან ბევრი დრო და ფული, აღარაფერს ვამბობ ადამიანურ მსხვერპლზე, როდესაც აგვისტოს აგრესიის შედეგების დაძლევას ვცდილობდით. რუსეთმა საბოლოოდ დაკარგა იმ გავლენის ნარჩენები, რომელიც საქართველოში ჰქონდა. ანუ, მან ვერ გადაწყვიტა ის პრობლემა, რომელსაც საკუთარი თავის წინაშე აყენებდა. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი მხოლოდ ინსტრუმენტებია, თამაშის მიზანი კი, რომელიც რუსებმა 2008 წლის თებერვალში დაიწყეს, მთელი საქართველოს მოპოვება იყო. ოკუპირებული ტერიტორიები სრულიად განადგურებული და გაღარიბებული დარჩა, რუსულ-ქართული ურთიერთობები კი ისეთ ჩიხში შევიდა, რომლიდან გამოსვლასაც ბევრი თაობის ძალისხმევა და დიდი მოთმინება დასჭირდება" – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარი