თბილისს გიგანტური კალიები „უტევენ“

თბილისში გიგანტური კალიები გამოჩნდნენ: გუშინ და დღეს დილით ისინი სხვადასხვა უბნებში შეამჩნიეს. მწერები მნახველებს აფრთხობენ და ამის გამო მერიის შესაბამის სამსახურში ზარების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. კალიების მომრავლება შეინიშნება როგორც თბლისის ცენტრალურ, ასევე გარეუბნებშიც. მერია აცხადებს, რომ დღეს დედაქალაქის მასშტაბით შეწამვლის დამატებითი ღონისძიებები გატარდება. მონიტორინგის სამსახურმა უკვე მოინიშნა თბილისის უბნები, სადაც მსგავსი პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება პირველ რიგშია აუცილებელი.

კომენტარი