ავარიის შედეგად დაშავებული ებრაელი ტურისტები სამშობლოში გაამგზავრეს

ხარაგაულის რაიონის სოფელ ვერტყვიჭალასტან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 11 ებრაელი მოქალაქე უკვე სამშობლოშია. ისინი გუშინ კოპიტნარის აეროპორტიდან სპეციალური რეისით გაამგზავრეს. ისრაელში გადაასვენეს ასევე ერთი ებრაელი ქალბატონი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. რაც შეეხება დაშავებულებს, მათ თან გაჰყვა ქართველი სპეციალისტი, რომელსაც ტურისტებისთვის თვალყურის დევნება ევალება.

ავტოავარია გუშინ მოხდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ნაწვიმარ ასფალტზე მოცურდა და სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა, რის შედაგადაც ერთი ტურისტი დაიღუპა, 14 კი დაშავდა.

კომენტარი