სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვი აფეთქებებს გადაურჩა: ტერორისტები ერთი დღით ადრე აიყვანეს

რუსეთის უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის წარმომადგენლის თქმით, ხელისუფლებამ დააპატიმრა ოთხი ჩრდილოკავკასიელი მამაკაცი, რომლებიც ფართო მასშტაბის ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდნენ მოსკოვში ან მის მახლობლად. უშიშროების ფედერალური ბიუროს, ეფ-ეს-ბე-ს დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს ტელეეთერში მოახსენა, რომ ეფ-ეს-ბე-მ სულ რამდენიმე დღის წინათ ხელი შეუშალა ტერაქტის განხორციელებას. ბორტნიკოვის თქმით, ეჭვმიტანილებს დაგეგმილი ჰქონდათ თავდასხმა ხალხმრავალ ობიექტებსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე. უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა კონფისკაცია გაუკეთეს კუსტარულ ბომბებს, სხვა იარაღსა და რუკას, რომელიც სავარაუდო თავდასხმის გეგმას შეიცავდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100