სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიდ ბრიტანეთში ტაბლოიდთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა აფრიკაში ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში ბრუნდება. ამის მიზეზი კი ბრიტანეთში სატელეფონო მოსმენების სკანდალი გახდა, რომელიც რამდენიმე დღეა მსოფლიოს მედიის ერთერთ მთავარ თემას წარმოადგენს. ხვალიდან ბრიტანეთის პარლამენტი 6 კვირიან არდადეგებს იწყებდა, თუმცა ოთხშაბათს ბრიტანელი კანონმდებლები ამ თემას საგანგებო სესიას მიუძღვნიან. თანამდებობა დატოვა ლონდონის პოლიციის უფროსმა. ამის მიზეზი კი სატელეფონო მოსმენების სკანდალში პოლიცის შესაძლო მონაწილეობა გახდა. როგორც ცნობილია აწ უკვე დახურული გამოცემა “News of the World“-ის ჟურნალისტებს ბრალი ედებათ უკანონო სატელეფონო მოსმენების წარმოებაში. პოლიციის ყოფილმა უფროსმა, პოლ სტივენსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას უკანონო არაფერი ჩაუდენია. თუმცა მან თანამდებობა მაინც დატოვა, რადგან თავდიან აირიდოს კრიტიკა საზოგადოების მხრიდან. გამოცემა “News of the World“ -ის დახურვის მიზეზი სწორედ აღნიშნული სატელეფონო მოსმენები გახდა.

ყველაფერ ამას ისიც დაემატა, რომ რეპორტიორი, რომელმაც პირველმა დაადანაშაულა ბრიტანული ტაბლოიდი სატელეფონო მოსმენებში, ორშაბათს ლონდონში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ, bbc-ზე დაყრდნობით, "დრონი.ჯი" უკვე იუწყებოდა. პოლიცია რეპორტიორის სიკვდილში საეჭვო გარემოებებს ვერ ხედავ, თუმცა, დეტალებს არ აკონკრეტებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100