ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით ახალი, სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება

"გამომძიებელი რეპორტიორის" ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს:

დღეს დავამთავრეთ ბათუმის აქციის ექვსტომიანი საქმის გაცნობა. მთავარი დასკვნა, რომელიც აქ ნანახი ჩვენებებით და ჩვენ მიერ აღმოჩენილი თვითმხილველების მონათხრობით დავადგინეთ, არის ის, რომ აქციას მართავდა კარგად ორგანიზებული ძალა. აქციის მონაწილეების ფეხებთან დებდნენ ქვებით გავსებულ ტომრებს, აქციაზე ახლად მისულებს ერთი და იმავე ადამიანთა ჯგუფი აწვდიდა დეზინფორმაციას, რომ პოლიციამ 18 წლის ბიჭი მოკლა ცემით და ამას აპროტესტებენ.

"პროტესტი" ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად გაღვივებული, პროვოცირებული და ორგანიზებული იყო. ცხადია ვიღაც ღიად ჩანს ამ ორგანიზების სათავეებთან. მაგრამ არა - ყველა.
აჭარის მოვლენები შესაძლოა უფრო დიდი მასშტაბის პრობლემა აღმოჩნდეს სახელმწიფოსთვის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ჩვენს ჟურნალისტურ გამოძიებაში გამადიდებელი შუშის ქვეშ დაიდება აქციის ყველა ეპიზოდი, ყველა დეტალი. ფაქტების გადამოწმებას ვამთავრებთ.

"გამომძიებელი რეპორტიორის" ახალი გამოძიება მალე გეტყვით: რა მოხდა ბათუმში! საიდან დაიძრა ზღვისპირა ქალაქში მარტის შტორმი!

კომენტარი