სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანაკლიაში სოხუმის სასტუმრო „აფხაზეთის“ ანალოგი შენდება

აგვისტოს ბოლოს ანაკლიაში სამი ახალი სასტუმრო შენდება. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციიდან იტყობინებიან, სასტუმროების გახსნა 22 აგვისტოსაა დაგეგმილი. მათი მშენებლობა საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენებმა დააფინანსეს.

ამავე დროს, ცნობილი ხდება, რომ ანაკლიაში იგეგმება მეოთხე სასტუმროს მშენებლობაც, რომელიც ფასადით და სხვა ნიშნულებით სოხუმის სასტუმრო „აფხაზეთის“ ანალოგი იქნება.

ასევე 22 აგვისტოსაა დაგეგმილი ანაკლიისა და განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის გახსნა.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100