„Независимая газета“ პუტინისა და საქართველოს შეფასებაში უჩვეულოდ ობიექტური გახდა

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პრემიერ–მინისტრის, ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომელიც ედუარდ კოკოითიმაც აიტაცა და რომელიც სხვა თემებთან ერთად, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის „არჩევანს“ ეხებოდა რუსეთთან დაკავშირებით, რუსულ პრესაშიც კი პროტესტი გამოიწვია, „Независимая газета“–მ ვლადიმერ პუტინის ამ თამამ გამოსვლას სტატია დაუპირისპირა.

„პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთება ოსი ხალხის ნებაზეა დამოკიდებული, შეიძლებოდა, დემოკრატიული ტრადიციებისადმი რევერანსად და ხალხების თვითგამორკვევისადმი პატივისცემად აღგვექვა, ის რომ რომელიმე სხვა პოლიტიკოსს გაეკეთებინა, თუმცა ვინაიდან განცხადება სწორედ პუტინმა გააკეთა, ფრაზამ მრავალმნიშვნელოვნება და ამავე დროს, ერთდროულად რამდენიმე ადრესატი შეიძინა.

ჯერ ერთი, განცხადება გაკეთდა აშშ-ის სენატის ამასწინანდელი რეზოლუციის შემდეგ, რომელშიც რუსეთს ოკუპანტი უწოდეს. პრემიერ პუტინის განცხადებიდან გამომდინარეობს, რომ ვაშინგტონი თავისი რეზოლუციებითა და დადგენილებებით მოსკოვისთვის ავტორიტეტი არ არის და შეუძლია, რამდენიც უნდა, იმდენი ითხოვოს, მაგრამ ჯარები საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებს არ დატოვებენ, ყოველ შემთხვევაში - აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე“ - წერს „Независимая газета“.

გამოცემა აღიარებს, რომ რუსეთის პრემიერ–მინისტრი საკუთარ და რამდენიმე ოსის სურვილებსა და ინტერესებს ოსეთის მოქალაქეების ინტერესად ასაღებს და პუტინმა რაც არ უნდა ილაპარაკოს, ფაქტია, საქართველო რადიკალურად შეიცვალა და ამის საუკეთესო მაგალითად იმ ფაქტს ასახელებს, რომ სომეხი მეწარმეები საკუთარი ბიზნესის საქართველოში გადატანას ან, მის პირდაპირ საქართველოში დაწყებას ამჯობინებენ.

წყარო

კომენტარი