სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩემთვის პატივი იყო მთელი ეს წლები მის გვერდით მუშაობა" - ნახეთ, რას წერს ნიკა გვარამია ზაალ უდუმაშვილზე

კურიერის წამყვანი ზალიკო უდუმაშვილი დღეს თავის მაყურებელს დაემშვიდობა. მისთვის ბოლო ეთერი განსაკუთრებით ემოციური იყო. ტელეწამყვანი პოლიტიკაში მიდის და თბილისის მერის არჩევნებისთვის ემზადება, სადაც კენჭს ნაციონალური მოძრაობის სახელით იყრის.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს უდუმაშვილზე, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"ცხოვრების გზაზე არ გადავყრივარ ასეთ პოზიტიურ და წესიერ კაცს, როგორიც ზალიკოა. ჩემთვის პატივი იყო მთელი ეს წლები მის გვერდით მუშაობა. ის იყო ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ნამდვილი, პრინციპული და თანმიმდევრული ლიდერი. მას აქვს ივანიშვილის დამარცხების უნიკალური გამოცდილება! მან გამოგლიჯა ხელიდან ივანიშვილს რუსთავი 2 და ვუსურვებ, მშობლიური ქალაქიც გადაარჩინოს ივანიშვილის კორუმპირებული კანდიდატისგან და თვითონ ჩაუდგეს სათავეში!
ჩემი ხმა ზალიკოს" - წერს გვარამია თავის ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100