მოსკოვში, "სამხრეთ ოსეთის საელჩოში" ომიდან სამ წლისთავს აღნიშნავენ

"რუსეთის ფედერაციაში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საელჩოში" აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების მესამე წლისთავთან დაკავშირებით რიგი ღონისძიებები იმართება.

როგორც ოსური მედია აღნიშნავს, "დღეს, 16:00 საათზე მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესიაში ქართული აგრესიის შედეგად დაღუპული უდანაშაულო მოქალაქეების, მამულის დამცველების, რუსი სამშვიდობოების, რუსული არმიის ჯარისკაცების და ოფიცრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება".

მისივე ცნობით, "7 აგვისტოს, 23:25 საათზე - იმ დროს, როდესაც 2008 წლის აგვისტოში ქალაქ ცხინვალზე საქართველოს მხრიდან პირველი მასირებული საარტილერიო შეტევა განხორციელდა, საელჩოს ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა დაეშვა, საელჩოს თანამშრომლები ამ ტრაგიკული დღეების მსხვერპლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი და სანთლები აანთეს".

კომენტარი