არეულობების გამო ბრიტანეთის სასამართლოები სადღეღამისო რეჟიმში მუშაობენ

მეორე დღეა, ბრიტანეთში სასამართლოები მუშაობის სადღეღამისო რეჟიმზე გადავიდნენ, რათა იპერატიულად განიხილონ არეულობების მოწყობაში ეჭვმიტანილებისა და მონაწილეების საქმეები.

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 10-დან 11 აგვისტოს, მთელი ღამის განმავლობაში ღია იქნება ლონდონის სამი რაიონის სასამართლო. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ არეულობასა და ვანდალიზმში ეჭვმიტანილთა მიმართ გამოტანილი განაჩენი მკაცრი იქნება, მათ შორის, პატიმრობის მისჯის მხრივაც. კროიდონის რაიონის სასამართლომ, რომელიც 9 აგვისტოს გააფთრებული შეტაკებების ობიექტი იყო და სადაც აგრესიულმა ახალგაზრდებმა ხანძრის არაერთი კერა გააჩინეს, არცერთი დაკავებული თავდებით არ გაათავისუფლა და ყველას პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარი