ვარშავაში ქართველი დაჭრეს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში მიმავალ მამაკაცს უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ამ დროისთვის დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ვარშავის პოლიციის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, ინციდენტი ქართველებს შორის მოხდა და სავარაუდოდ, თავდამსხმელიც ქართველია.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

შემთხევევის შესახებ პოლონეთში საქართველოს საელჩო საქმის კურსშია და ისინი ინციდენტის დეტალების გარკვევაზე უკვე მუშაობენ.

კომენტარი