სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხანმოკლე სეტყვა თბილისში

თბილისში ცოტა ხნის წინ სეტყვა მოდიოდა. თავდაპირველად წამოსული წვიმა მალევე გადაიზარდა სეტყვაში და სხვადასხვა უბანში სხვადასხვანაირად გამოიხატა. განსაკუთრებით შესამჩნევი იგი გარეუბნებში იყო.

სეტყვა სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. სამაშველო სამსახურებში სეტყვასთან დაკავშირებული გამოძახება არ აღნიშნულა.

ამინდის პროგნოზში, რომელიც ინტერნეტ, ელექტრონულ თუ ბეჭდვით მედიაში ვრცელდება, თბილისში დღეს მოსალოდნელი სეტყვის სესახებ არაფერი იყო ნათქვამი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100