სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ისრაელში "ალ ჯაზირას" ჟურნალისტი დააპატიმრეს

ალ-ჯაზირა იუწყება, რომ ისრაელის უშიშროების ძალებმა დააპატიმრეს ამ ტელეკომპანიის ავღანეთის ბიუროს ხელმძღვანელი, ეროვნებით პალესტინელი სამერ ალავაი. ტელეკომპანიის ცნობით, ალავაი ნათესავების მოსანახულებლად იმყოფებოდა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ქალაქ ნაბლუსში, როცა ის ორგანიზაცია „ჰამასთან“ კავშირის ბრალდებით დააკავეს ისრაელის უშიშროების თანამშრომლებმა. ისრაელის მხარემ დაადასტურა ალავაის დაკავების ფაქტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100