სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მადრიდში რომის პაპის ვიზიტს აპროტესტებენ: შეტაკება პოლიციასთან

ესპანეთის დედაქალაქში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ათასობით ესპანელი მადრიდში დღეს დაგეგმილ, რომის პაპის ბენედიქტ მე-16-ის ვიზიტს აპროტესტებდა. შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ ცენტრალური, პორტა-დელ-სილის მოედნის დემონსტრანტებისგან გაწმენდა სცადა. არიან დაშავებულები.

აქციის მონაწილეები დღეს არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე რომის პაპის ვიზიზტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას აპროტესტებდნენ.

რომის პაპი მადრიდში დღეს ჩადის. იგი ესპანეთის დედაქალაქში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღასანიშნავ ღობნისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ამ დღის აღსანიშნავად ესპანეთში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით კათოლიკემ მოიყარა თავი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100