სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დრონი.ჯი-ს ექსკლუზივი - ცნობილია გუგეშაშვილებზე თავდამსხმელის სავარაუდო აღწერილობა

პოლკოვნიკის დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე მომხდარი თავდასხმა ტრაგედიით დასრულდა - ყოფილი მხედრიონელი მძიმედ დაიჭრა და მას სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში, ხოლო მისი ვაჟი ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

დრონი.ჯი-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილზე არკვევდა დეტალებს, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილს 5 ტყვია აქვს თავში მოხვედრილი. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, დამნაშავეს, რომელიც გარბოდა, თავზე თეთრი კეპი ეფარა, ზემოდან კაპიუშონი წამოფარებული და სახეზე წვერი ჰქონდა. ის შუა ხნის მამაკაცი იყო და ხელში პარკი ეჭირა, რომლიდანაც სავარაუდოდ ჭურჭლის ხმა ისმოდა, თუმცა დაუდგენელია კონკრეტულად რა იყო პარკში. ამ დროისთვის პოლიცია თვითმხილველს ჰკითხავს, რომელიც სამართალდამცველებს დამნაშავის სავარაუდო ვიზუალის დეტალების შესახებ უყვება. ცნობილი ხდება ასევე ის გარემოებაც, რომ იარაღს მაყუჩი ჰქონდა გაკეთებული, რათა სროლის ხმა არავის გაეგო. ჩვენმა ჟურნალისტმა გაარკვია კიდევ რამდენიმე დეტალი, კერძოდ გარდაცვლილმა როდესაც თავდამსხმელი დაინახა, თავდაცვის მიზნით იარაღი მოიმარჯვა, თუმცა გასროლა ვერ მოასწრო. რაც შეეხება დამნაშავეს, არაოფიციალური ინფორმაციით მისი სახელია ზურა, რომელიც ოჯახთან დაახლოებული პირი იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100