სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნატოსა და ლიტვის სამხედრო თვითმფრინავები ერთმანეთს შეეჯახნენ

ლიტვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ის ნატოს ფრანგულ სამხედრო თვითმფრინავს ფრენის დროს დაეჯახა. როგორც სამინისტროს პრესსამსახურმა იოვიტა ბაზევიჩიუტემ "ასოშეითიდ პრესთან" განაცხადა, შეჯახების შემდეგ ფრანგული "მირაჟის" თვითმფრინავმა დაშვება მოახერხა, ლიტველი მფრინავები კი იძულებულები გახდნენ კატაპულტირება მოეხდინათ. თვითმფრინავი ლიტვაში, ზოკნიაის სამხედრო ბაზასთან ახლოს ჩამოვარდა. ბაზევიჩიუტეს თქმით, პილოტების ადგილმდებარეობის დადგენა ამ დროისთვის ვერ ხერხდება. ნატო ზოკნიაის ბაზას ბალტიისპირეთის ქვეყნებში საჰაერო პატრულირებისთვის იყენებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100