რუსეთის ცნობილმა სახეებმა "კემეროვის" ტრაგედიას ეს ვიდეო მიუძღვნეს

რუსეთში, ქალაქ კემეროვოში სავაჭრო ცენტრში 64 დაღუპულიდან 14 პირს დღეს დაკრძალავენ. ამის შესახებ კემეროვოს ოლქში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე მამონტოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მომენტისთვის 27 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა, კიდევ ოთხი პირის ცხედარი დამატებით ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

კემეროვოში სავაჭრო ცენტრში „Зимняя вишня“ ხანძარი 25 მარტს გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზება მხოლოდ 26 მარტს მოხერხდა. ხანძარის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვი. ბავშვების უმეტესობა ხანძრის დროს სავაჭრო ცენტრში მდებარე კინოთეატრში იმყოფებოდა.

აღნიშნულ საქმეზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების ფარგლებში ხუთი პირია დაკავებული.

კომენტარი