სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: "ივანიშვილი ბორგავს, იძულებული ხდება გამოვიდეს საკუთარი ხეების ჩრდილიდან"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აკეთებს:

"ივანიშვილი ბორგავს, მის წინააღმდეგ საფრანგეთში სისხლის სამართლის საქმის აღძვრით და მეზობელ სომხეთში ოლიგარქიის დამხობით შეშინებული, იძულებული ხდება გამოვიდეს ხეების ჩრდილის კომფორტიდან და პირადი დაცვა ისევ ღია პოლიტიკაში ეძებოს. იმას კი ვერ ხვდება, რომ ის ვეღარ იქნება პოლიტიკის განმკარგავი. საქართველოში ხელისუფლებას წელსვე დაიბრუნებს ქართველი ხალხი, რომელსაც ივანიშვილი უმოწყალოდ ძარცვავს თავისი ბანკების მეშვეობით. ჩვენ წელს დავასრულებთ ერთდროულად ივანიშვილის მმართველობას და ხალხის გაჭირვებას" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და ის პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" უხელმძღვანელებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100