ჟურნალისტი ირაკლი თოდუა მოულოდნელად გარდაიცვალა

ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი სოციალურ ქსელში მისი კოლეგის, ირაკლი თოდუას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ირაკლი 42 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ის გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" რედაქტორი იყო. პანაშვიდები სამშაბათს და ოთხშაბათს გაიმართება 16:00 სთ-დან, შემდეგ მისამართზე: ვაჟა-ფშაველას მესამე კვარტალი, 25-ე კორპუსი, მესამე სადარბაზო. მეოთხე სართული. დაკრძალვა: ხუთშაბათს, 2 საათზე. გამოსვენება სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრიდან.

კომენტარი