"გირჩის" წევრი ნიკა ობოლაძე კრიმინალურმა პოლიციამ დააკავა

"გირჩის" წევრი ნიკა ობოლაძე კრიმინალურმა პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც ის განყოფილების წინ ქოთანში დარგული კანაფით გამოჩნდა. ეს იყო ერთგვარი პროტესტის ფორმა, რომლითაც მათ უნდოდათ თავიანთი თანადგომა გამოეხატათ მანამდე დაკავებული მირიან სარიშვილის მიმართ. პოლიციის თქმით, მირიანის დაკავების მიზეზი კანონის დარღვევა იყო, რის საპასუხოდაც "გირჩის" წევრებმა ზემოთ აღნიშნული ქოთანი მიიტანეს თავიანთი ოფისიდან მიიტანეს კრიმინალური პოლიციის შენობასთან, რათა ერთგვარი პროტესტის ფორმით მხარი დაეჭირათ დაკავებული სარიშვილისთვის. დრონი.ჯი "გირჩის" ერთ-ერთ წევრს ლევან ჯგერენაიას ესაუბრა, რომელიც ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა:

"პოლიციამ დააკავა მირიან სარიშვილი და ჩვენ საქმის გარკვევას შევეცადეთ. სამართალდამცველები გვეუბნებოდნენ, რომ მან კანონი დაარღვია. ჩვენგან კი პასუხი იყო ასეთი, რომ "გირჩის" ოფისში გვქონდა კანაფი დათესილი და აქედან გამომდინარე ჩვენც ვარღვევდით კანონს, შესაბამისად ჩვენც უნდა დავეჭირეთ. მეტი ეფექტურობისთვის, გამოვიტანეთ ეს ქოთანი და მათი განყოფილების წინ კანაფით გავჩერდით. მოულოდნელად იქედან ყაჩაღებივით გამოვარდნენ ე.წ. პოლიციელები და შეათრიეს შიგნით ნიკა ობოლაძე. როგრც მაცნობეს, მარიხუანის კულტივირების გამო უკვე წაუყენეს სისხლის სამართლის 265-ე მუხლი. შეუძლებელია ამის გამო დააპატიმრონ, რადგან კანონი უკვე აღარ ითვალისწინებს კულტივირებაზე პატიმრობას, თუ ის ძალიან პატარა ზომისაა" - განაცხადა ლევან ჯგერენაიამ.

კომენტარი