საქართველოში ორი დღის განმავლობაში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო ორი დღის განმავლობაში წვიმიანი ამინდის შესახებ იტყობინება:

8 მაისს, დღის ბოლოდან 10 მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.

კომენტარი