სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლის მანქანების მობილიზება ხდება

მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლის მანქანების მობილიზება ხდება. წყლის ჭავლის მანქანა ამ დროისთვის სუს-ის ადმინისტრაციული შენობის ეზოში არის მობილიზებული, რომელიც რამდენიმე ათეული მეტრით არის პარლამენტიდან დაშორებული.

ამ დროისთვის პარლამენტის ეზოშია მობილიზებული შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი.

პარლამენტთან ასობით პოლიციელია მობილიზებული, რომლებიც ცოტა ხნის წინ ყვითელი ავტობუსებით მოიყვანეს.

პარლამენტის შენობის ეზოში მობილიზებულმა სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100