მაიკლ ჯექსონის მამა გარდაიცვალა

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაიკლ ჯექსონის მამა ჯო ჯექსონი მძიმე მდგომარეობაში იყო და ლოს-ანჟელესის ერთ-ერთ საავადმყოფოში ებრძოდა სიკვდილს. რამდენიმე საათის წინ კი ცნობილი გახდა, რომ 89 წლის ჯო გარდაიცვალა. მას პანკრეასის ჯირკვლის მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა.


24 ივნისს თავად გამოაქვეყნა ტვიტერზე სტატუსი, რომ ძალიან ცუდად გრძნობდა თავს და სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მაიკლ ჯექსონი ინტერვიუებში არა ერთხელ საუბრობდა იმაზე, რომ ბავშვობაში მამა სასტიკად ექცეოდა. ურთიერთობის დალაგება მხოლოდ მას შემდეგ მოახერხეს, რაც მომღერალი სრულწლოვანი გახდა.

კომენტარი