სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სასწრაფოდ ყურადღება! ეს ბიჭები მძიმედ ავადმყოფებს - დედას და პაპას უვლიან, მუშაობენ, რომ ავადმყოფებს საჭმელი და წამალი უყიდონ, მეტი არავინ ჰყავთ და გვთხოვეს ..."

აკა მორჩლაძე ფეისბუქზე სასწრაფო ყურადღებას ითხოვს და შემდეგ ინფრომაციას ავრცელებს:

"სასწრაფოდ ყურადღება! ეს ბიჭები დღეს გავიცანით, ძმები არიან და სოფელ ჯაფარიძეში ცხოვრობენ. ორივე ერთად მძიმედ ავადმყოფებს - დედას და პაპას უვლიან ...ილია 14-ისაა ნიკა 11-ის, დღიურ მუშად მუშაობენ ორივე რომ ავადმყოფებს საჭმელი და წამალი უყიდონ, მეტი არავინ ჰყავთ და სოციალური დახმარებაც არ აქვთ :/არ ეზარებათ მუშაობა და გვთხოვეს - პატარა ტრაქტორს თუ გვიყიდით, ჩვენ თვითონ ვამუშავებთ და დახმარება აღარ დაგვჭირდებაო. ნორმალური პატარა ტრაქტორი 1500 ლარამდე ღირს და შეუძლია ამ ოჯახის ფეხზე დაყენება. როგორც შეძლებთ იქნებ ძმებს დავეხმაროთ, მაგარი ბიჭები არიან და საჭმელს კი არა, სამუშაო საშუალებას გვთხოვენ, რომ ავადმყოფებს მიხედონ. აბა ჩვენ ვიცით, ზეგ ჩავალ ისევ ბიჭებთან, ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე - ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.
Akaki Sinjikashvili
#სიკეთეგადამდებია"- წერს აკა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100