სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან ბერძენიშვილს იჭერენ?!

ლევან ბერძენიშვილს უნიკალური წიგნების, ხელნაწერებისა და 450000-ის მოპარვაში ადანაშაულებენ. მართალია, მისი ძმა, დავით ბერძენიშვილი „დრონი.ჯი“-სთან საუბრისას ბრალდებებს უარყოფს, თუმცა, შესაძლოა, ლევან ბერძენიშვილს განსასჯელის სკამზე მაინც მოუწიოს წამოსკუპება. საქმე ეხება წლების წინ, ლევან ბერ¬ძენიშვილის დირექტორობისას, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაკარგულ უნიკალურ, უძველეს წიგნებსა და ხელნაწერებს, რომლის გამოც იგი შესაძლოა, პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბაროს.
ბიბლიოთეკართა ერთი ნაწილი, ჯერჯერობით არაოფიციალურად, მაგრამ მაინც საუბრობს უცხოური ორგანიზაციების მიერ გამოყოფილ 450 000 დოლარზე, რომელიც, მათი მტკიცებით, მაშინდელმა დირექტორმა და დღევანდელმა პოლიტსახემ, ლევან ბერძენიშვილმა მიითვისა.
ბიბლიოთეკარები მზად არიან, გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ხმამაღლა, ოფიციალურად დაადასტურონ თავიანთი ეჭვები ექს-დირექტორის მიმართ.
ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები საუბრობენ იმაზეც, თუ როგორ წაიღო ლევან ბერძენიშვილმა ერთ-ერთი უნიკალური წიგნი, რომელიც შემდგომში აღარ დაუბრუნებია. „მაშინ ჩვენს თანამშრომელს უთხრა, ეს წიგნი ერთ დიდ კაცს უნდა ვაჩვენოო და წაიღო“, - განუცხადეს „დრონი.ჯი“-ს ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
თანამშრომლებმა არ იციან, თუ ვინ იგულისხმა ლევან ბერძენიშვილმა „დიდ კაცში“, თუმცა, ვარაუდობენ, რომ მან უნიკალური წიგნი უცხოელ კოლექციონერს ფარულად მიჰყიდა, რომელიც იმ დღეებში ბერძენიშვილთან აქტიურად დადიოდა.
„დრონი.ჯი“ რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა დაკავშირებოდა „ბრალდებულს“, მაგრამ, როგორც რესპუბლიკურ პარტიაში გვითხრეს, იგი მივლინებით ამერიკაში იმყოფება. ამიტომ კომენტარისთვის მის ძმას, დავით ბერძენიშვილს დავუკავშირდით.
„დრონი.ჯი“: ბატონო დავით, ეროვ¬ნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები თქვენს ძმას, ლევან ბერძენიშვილს უნიკალური წიგნებისა და ხელნაწერების მოპარვაში და 450 000-ის გაფლანგვაში ადანაშაულებენ...
დავით ბერძენიშვილი: „კარგით რა, არ დაიღალნენ? სისულელეა ეს ყველაფერი და მეტი არაფერი. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?“
ალბათ, ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, დავით ბერძენიშვილს ძმის მიერ ჩადენილ დანაშაულზე ღიად რომ ესაუბრა, თუმცა, იმედია, გამომძიებლები მასზე გაცილებით მეტ ინფორმაციას მიაწვდიან საზოგადოებას.
ბიბლიოთეკის ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადებით კი, ბერძენიშვილის უკანონო საქმიანობის შესახებ შესაძლოა, საკმაოდ ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს ამჟამინდელ დირექტორს, რომელიც, მართალია, საჯაროდ არ უპირისპირდება თავის ყოფილ კოლეგას, მაგრამ, როგორც „დრონი.ჯი“-მ დაადგინა, მას რამდენჯერმე უსაუბრია ბერძენიშვილის მიერ დატრიალებულ მაქინაციებზე.
საინტერესოა ისიც, რომ ლევან ბერძე¬ნიშვილის მიმართ ბრალდებები ამით არ შემოიფარგლება. მას, წიგნებისა და ხელნაწერების მითვისება-გასხვისების გარდა, ფინანსურ მაქინაციებშიც ადანაშაულებენ. ბიბლიოთეკის თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ ლევან ბერძენიშვილმა „შეჭამა“ რამდენიმე გრანტი, უცხოური ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება...
„მაშინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში საკმაოდ ცუდი სიტუაცია, დაბალი ხელფასები და გაუსაძლისი პირობები იყო. ამიტომ უცხოური ორგანიზაციები შეძლებისდაგვარად გვეხმარებოდნენ, მაგრამ არ ვიცით სად წაიღო ლევან ბერძენიშვილმა მათ მიერ გამოყოფილი ფული, რომელიც დაახლოებით 450 000-ს აღწევდა. თუმცა, როდესაც ჩვენს ერთ-ერთ კოლეგას მასთან სერიოზული უთანხმოება მოუვიდა, მაშინ დირექტორმა ბერძენიშვილმა დაიქადნა - ვერც ვერავინ მაგებინებს პასუხს, რადგან ამ ქვეყანაში ყველა ჩემი მფარველიაო, მფარველებში კი შევარდნაძე და ნინო ბურჯანაძე იგულისხმა“, - ასეთია ის ისტორია, რომელსაც ბიბლიოთეკარები გვიყვებიან და რომლითაც, ვიმედოვნებთ, რომ გამოძიებაც დაინტერესდება.
შეგახსენებთ, რომ ბერძენიშვილმა პოლიტსაქმიანობა კომუნისტების დროს დაიწყო, მაშინ იგი არალეგალურად ბეჭდავდა აკრძალულ ლიტერატურას, თუმცა `სუკმა~ ჩაავლო და კამერაში ამოაყოფინა თავი.
ბერძენიშვილმა კი, რომელიც დისიდენტობით დღემდე თავს იწონებს, `სუკის~ იზოლატორში პირწმინდად „ჩაუშვა“ თავისი თანამზრახველები, მათ შორის ძმა, დავით ბერძენიშვილი და ყოფილი დისიდენტი, ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი, ვახტანგ ძაბირაძე...
არსებობს მის მიერ დაწერილი ოფიციალური ჩვენება, სადაც ვგებულობთ, თუ როგორ აღიარა დანაშაული ბერძენიშვილმა, თუ როგორ დაასახელა თავისი თანამზრახველები და მოინანია კომუნისტური რეჟიმის საწინააღმდეგო იდეების პროპაგანდა...
მონანიების საფასურად კი ბერძენიშვილი გაათავისუფლეს, საიდანაც იგი პირდაპირ სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხვდა... ეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც უნივერსიტეტში კი არა, სკოლაში, პედაგოგად მუშაობის დაწყებაზე კატეგორიული უარი უთხრეს ეროვნული მოძრაობის ლიდერს, ეროვნულ გმირს, ყველასათვის სათაყვანებელ მერაბ კოსტავას... სამაგიეროდ უარი ვერ აკადრეს „სუკის“ იზოლატორში დამუშავებულ ლევან ბერძენიშვილს...
უნივერსიტეტის შემდეგ იყო გადაცემა „მჯერა“. გადაცემის წამყვან ლევან ბერძე¬ნიშვილს მაშინ აქტიურად სჯეროდა შევარდნაძის ანგელოზობის, მისი დემოკ¬რატიისა და სამართლიანობის, რის გამოც, საბოლოოდ, ბერძენიშვილი შევარდნაძის გარემოცვის ანგარიშგასაწევი ფიგურა და პარ¬ლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გახდა... ხოლო, როცა მიხვდა, რომ `ედიკას~ წყალი შეუდგა, დიდი ნაბიჯებით მივიდა ოპოზიციაში, მონაწილეობა მიიღო რევოლუციაში და დეპუტატი გახდა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში გვარიანად არ „მოაძოვინა“, მისი ძმა კი ბათუმის მერად არ დანიშნა, მანაც და მისმა ძმამაც ოპოზიციაში მოადინეს ტყაპანი - იმ სააკაშვილის ოპონენტები გახდნენ, რომლის წყალობითაც პოლიტიკური რეინკარნაცია მოახერხეს.
ვინ არის დღეს ლევან ბერძენიშვილი? ადამიანი, რომლის პოლიტლოკომოტივი ახლა ირაკლი ალასანიაა. ის ალასანია, რომელსაც ზურგს უკან, თავის თანაპარტიელებთან რესტორანში ყოფნისას მწარედ დასცინის, საკმაოდ არაეთიკური სიტყვებით მოიხსენიებს, ხოლო, როცა მას პირადად ესაუბრება, ყურებამდე გაბადრული აძლევს „მოკრძალებულ რჩევებს“.
თუმცა, ალბათ, ირაკლი ალასანიამ არ იცის, რომ როცა ის პოლიტლოკომოტივის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს, მას ძველი წინდებივით მოისვრიან ბერძენიშვილები და მათი იდეური მოკავშირეები... ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100