როგორი სამოსი უნდა ჩაიცვათ შემოდგომასა და ზამთარში?

სეზონის შეცვლასთან ერთად, ტრადიციულად, ჩვენი გარდერობებიც იცვლება და ახალი სამოსით ივსება, ან სულაც უკვე კარგად ნაცნობ სამოსს ვირგებთ, თუმცა მოდის ტენდენციების ცვლასთან ერთად მათ სხვადასხვა ფერებს ვუხამებთ, რათა მრავალფეროვნება იგრძნობოდეს.

2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში ძირითადად მუქი მწვანე, წითელი და ყავიფსერი ფერები დომინირებს, რომლებსაც აბსტრაქტული აქსესუარებითა თუ ნაქარგებით გაწყობილი მოსახვევები ეხამება.
დიდი ზომის მოსაცმელები და გაშვებული კაბები კვლავაც არ კარგავს აქტუალურობას და მისი ჩაცმა როგორც მაღალქუსლიან ტუფლზე, ისე დაბალძირიან ფეხსაცმელზე არის შესაძლებელი.
მკვეთრი ფერების გარდა, ტრენდული იქნება სადა ფერის სამოსი - ღია ვარდისფერი, კრემისფერი და ოქროსფერი. ეს უკანასკნელი შემოდგომით განსაკუთრებული ეფექტის მატარებელია.
თუ ჯერ არ დაგიწყიათ სამოსზე ზრუნვა, გული არ დაგწყდეთ, ძველი ტანსაცმლის სინთეზი სხვადასხვა ფერებთან ისეთივე მომხიბვლელს გაგხდით, როგორც ეს ახალი სამოსის შეძენის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.

კომენტარი