ბულგარეთში ტელეჟურნალისტი მოკლეს

ბულგარეთის ქალაქ რუსეში ტელეჟურნალისტი ვიქტორია მარინოვა მოკლეს, მისი ცხედარი ერთ-ერთ სკვერში იპოვეს. რეგიონალური პროკურორის განცხადებით, სიკვდილი თავში მრავალი ჩარტყმითა და გაგუდვითაა გამოწვეული. გამოძიება მოკლული ჟურნალისტის პირად კონტაქტებს და პროფესიულ საქმიანობას სწავლობს. მარინოვა რუსეში ტელეკომპანია TVN-ის განყოფილების ადმინისტრაციული დირექტორი იყო. მას საკუთარი თოქშოუ „დეტექტორი“ მიჰყავდა.

კომენტარი