"ყველას ვევედრები დამიდექით გვერდში და გადამირჩინეთ ჩემი შვილი" - 6 წლის გიგლას დახმარება სჭირდება

6 წლის გიგლა ზაქარაძე ცერებრული დამბლით არის დაავადებული. მას უჭირს ლაპარაკი, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ხშირად ვარდება კრუნჩხვებში და ტირის აუტანელი ტკივილებისგან. 3 წლის ასაკში ბავშვს ეპილეფსია განუვითარდა, რამაც კიდევ უფრო გაართულა მისი ისედაც მძიმე მდგომარეობა.

გიგლა სოციალურად დაუცველ ოჯახში იზრდება. მისმა მშობლებმა გაყიდეს სახლი, ყველაფერი თუ რამ გააჩნდათ, რათა შვილისთვის არ მოეკლოთ საჭირო ძვირადღირებული მკურნალობა.

დღეს ეს ოჯახი საკუთარი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი და თავს ნათესავის სახლს აფარებს ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში. მათ უჭირთ მატერიალურად და დახმარებას ითხოვენ!

ბოლო პერიოდში, გიგლას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. სისხლში მას აღმოაჩნდა დიდი რაოდენობით ტყვია და მიმდინარეობს ორგანიზმის მოწამვლა. არის საშიშროება, რომ ბავშვი კომაში ჩავარდეს და ყველაფერი ფატალური შედეგით დასრულდეს.

„თუ სისხლში ტყვიის შემცველობა არ დაეცა, ბავშვი ვერ იარსებებს. ერთადერთი გამოსავალი არის სისხლის გაფილტრვა და გამოკვლევის ჩატარება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თითოეული ადამიანის თითოეული ლარი ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას ვევედრები - დამიდექით გვერდში და გადამირჩინეთ ჩემი შვილი. გფარავდეთ უფალი თქვენ და თქვენს ოჯახებს“ - ამბობს გიგლას დედა თეონა ზაქარაძე.

მეგობრებო, სულ მალე, 17 ოქტომბერს ამ ბიჭუნას 7 წელი შეუსრულოდება. დიახ, ეს ბავშვი უკვე 7 წელია, რაც ქვეყანას მოევლინა და მას შემდეგ მისი სიცოცხლე სულ ბეწვის ხიდზე ჰკიდია.

მოდით, ერთობლივი ძალებით დავეხმაროთ გიგლას გამოკვლევის ჩატარებასა და მკურნალობაში! მოდით გამოვიყვანოთ იგი უმძიმესი მდგომარეობიდან და ხელი შევუწყოთ მისი ჯანმრთელობის რეაბილირტაციას. ჩვენ ეს შეგვიძლია თუ გავერთიანდებით კეთილი საქმის საკეთებლად!

შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გიგლა ზაქარაძე) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩერნოვეცკის ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/372-zakaidze/

კომენტარი