ალექსანდრე ჯეჯელავა მეორედ დაქორწინდა - აი, ვინ არის განათლების ყოფილი მინისტრის ახალი რჩეული

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მეორედ დაქორწინდა. ყოფილმა მინისტრმა ახალ მეუღლესთან გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში თავად გაასაჯაროვა. მისი ახალი რჩეული მაია მუშკუდიანია, რომელიც ასევე განათლების სისტემაში მუშაობს. ალექსანდრე ჯეჯელავა 45 წლისაა. ის მანამდე 24 წელი ნატალია მუხადგვერდელზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც 2 შვილი ჰყავს: 24 წლის მაია და 16 წლის ელენე.


ალექსანდრე ჯეჯელავა და მაია მუშკუდიანი ამჟამად აშშ-ში იმყოფებიან.

წყარო "სარკე"

კომენტარი